Saturday, November 28, 2015

მეხუთე დღე

დღევანდელი ტრენინგი დაიწყო 9.30 საათზე.
ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შევაფასოთ სხვის მიერ აღწერილი რეფლექსია და სურვილის შემთხვევაში ჩვენს კომენტარსაც გავცეთ პასუხი. გავეცანით პოზიტიური შეფასების (უკუკავშირის) რჩევებს და მეთოდებს. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი მოსწავლის ნაშრომები და გავუკეთეთ კომენტარები. 
ასევე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვისა და გამოქვეყნების წესებს, ვისწავლეთ, როდის და როგორ  უნდა  აღვნიშვოთ ჩვენს ნაშრომში საავტორო უფლების ნიშანი. გავეცანით როგორ უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია pover point-ში. შევქმენით ჩვენი სლაიდშოუ, ვისწავლეთ დიაგრამის შედგენა და დასრულებული პრეზენტაციები გავიგზავნეთ მეილზე.

მეოთხე დღე

28 ნოემბერი, 2015 წელი
ტრენინგი დაიწყო 10 საათზე
ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასებაზე. აღვნიშნეთ, რომ შეფასება არსებობს ორგვარი - განმავითარებელი და განმსაზღვრელი. განმავთარებელი შეფასება არის ოთხგვარი.
განვიხილეთ როგორ იქმნება  დროში გაწერილი შეფასების გეგმა. განვსაზღვრეთ, რომ ის კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას.  გვაჩვენებს შეფასების გამოყენებულ ფორმებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ.გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.შევქმენით დიაგრამამოსწავლეთა საჭიროებების  შეფასება:ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე . ვიმუშავეთ ბლოგზე და დავამატეთ გვერდები.
ტრენინგი დასრულდა 14 საათზე.

Wednesday, November 18, 2015

მესამე დღე

18 ნოემბერი, 2015 წელი
ტრენინგი დაიწყო 15 საათზე.
ტრენინგის მესამე დღე დაიწყო იმით, რომ ჩვენ განვიხილეთ გეგმაში მითითებული სტანდარტი და ინდიკატორები და მივუსადაგეთ იგი ბლუმის ტაქსონომიას. შესაბამის გრაფაში აღვწერეთ ინდიკატორების ჩვენეული განმარტებები.
გავეცანით კითხვის ტიპებს. არსებობს სამგვარი ტიპი, კერძოდ, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ჩვენი პროექტიდან გამომდინარე მოვიფიქრეთ სამივე ტიპის კითხვა და ისიც ჩავწერეთ ჩვენს გეგმაში.
შემდეგ google drive -ში შევქმენით დოკუმენტი, სახელწოდებით პროცედურები და მასში ჩავწერეთ ჩვენ მიერ დასახული ამოცანების შესაბამისი აქტივობები.
ტრენინგი დასრულდა 21 საათზე.

Sunday, November 15, 2015

მეორე დღე

15 ნოემბერი, 2015 წელი.
ტრენინგი დაიწყო 12 საათზე.
ტრენინგი დაიწყო იმით, რომ დავასახელეთ ჩვენ მიერ მოფიქრებული პროექტები, ანუ რის შესახებ მოვამზადებდით პრეზენტაციას.
შევარჩიეთ პროექტის სათაური, ჩავწერეთ შესაბამის ადგილას და შემდეგ აღვწერეთ მოკლედ ამ პროექტის შინაარსი. განსაკუთრებით საინტერესო იყო განგვესაზღვრა ზუსტად, თუ რას ნიშნავს პროექტი, ანუ რამდენად სწორად შევარჩიეთ სათაური, მიზნები და ის, თუ რას შესძენს ეს პროექტი ადამიანს, ანუ რაში გამოადგებათ მათ პროექტის შედეგად მიღებული ინფორმაცია.
შემდეგ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განვსაზღვრეთ მიზნები და ინდიკატორები, რომლებზეც გავალთ პროექტის შედეგად და ისიც ჩავწერეთ შესაბამისს გრაფაში.
ასევე ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის შედგენა. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ პროექტის მიზანი თავიდნვე უნდა შევატყობინოთ მოსწავლეთა მშობლებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის გაუგებრობა. Intel Education Viewer-ის რესურსებში მოვძებნეთ ბუკლეტის ნიმუში და მასზე დაყრდნობით შევადგინე ჩემი პროექტის შესაბამისი, რომელშიც შევცვალე სათაური და ჩავაკარი ფოტო.
ტრენინგი დასრულდა 16 საათზე.

Saturday, November 14, 2015

პირველი დღე

პროექტი „ინტელი"
 I დღე  -  14 ნოემბერი, 2015 წელი

ტრენინგი დაიწყო 10 საათზე. თავდაპირველად გავეცანი ტრენინგის არსს, მიზნებს და ვისაუბრეთ მოსალოდნელ შედეგებზე.
შევედით  საიტზე www.htpc.ge/essential  და გავეცანით ინტელის პროექტის ფორმას - intel education viewer .
ვნახე, თუ როგორ უნდა ვისარგებლო ამ პროგრამით. კერძოდ, მოდულების ჩამონათვალი, ტექსტის მონიშვნა, გაფერადება და შენახვა. შემდეგ ამ მასალის წაშლა-აღდგენა. ასევე, ეს მასალა როგორ გადავიტანო საკუთარ პერსინალურ კომპიუტერში.
ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის პროექტი და რით განსხვავდება ის გაკვეთილისაგან. ანუ პროექტის შედგენას სჭირდება გარკვეული რესურსები, როგორებიცაა: პრობლემის დასმა, მიზნების განსაზღვრა, კვლევების ჩატარება და ა. შ. ამავდროულად შევქმენი საკუთარი პორტფოლიო, რომელიც შედგება რამდენიმე ფაილისაგან.ამ ფაილებში შევინახე გარკვეული დოკუმენტები.  უკეთ რომ გამეგო პროექტის შედგენის არსი, თვალსაჩინოებისათვის გავეცანით  viewer -ის რესურსებში არსებულ პროექტ “რომეო და ჯულიეტას" გეგას, რომელსაც გამოვიყენებ საკუთარი პროექტის გეგმის შექმნისას.
ასევე შევქმენი ახალი ბლოგი  - პროექტი „ინტელი" და ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია აღვწერე და გამოვაქვეყნე.