Sunday, December 13, 2015

მერვე დღე

13 დეკემბერი, 2015 წელი
ტრენინგი დაიწყო 12.00 საათზე
ტრენინგის მერვე დღეს უშუალოდ დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელებისთვის საჭირო მასალების მოძიებით. კერძოდმოვიძიეთ და გადმოვწერეთ საჭირო ვიზუალური მასალა, ასევე გავეცანით გამოყენებული ინტერნეტ რესურსების საავტორო უფლებებს, რომლებიც ჩავინიშნეთ  word-ის ფაილში და შემდგომ ავტვირთეთ my drive-ზე. დღეს უკვე დავასრულეთ პრეზენტაციაზე მუშაობა და შემდგომ აღნიშნუილი პრეზენდატიიც დასრულებული ვერსია ავტვირთეთ უკვე my drive-ში გახსნილ მოსწავლის ნიმუშის საქაღალდეში. შემდგომ გადავამოწმეთ my drive-ში ატვირთული ყველა ის მასალა, რომელზეც ვმუშაობდით ტრენინგის თითოეულ დღეს.
     გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს და ფასილიტაციის მნიშვნელოვან საკითხებს.
    გავაკეთეთ ჩვენს თემასთან დაკავშირებით კითვხარი, რომელიც შემდეგ დავამატეთ ჩვენს ბლოგის გვერდზე. ჩვენი პროექტის გეგმა გავასაჯაროვეთ და ასევე ავტვირთეთ კითვხარის მსგავსად ბლოგზე. პროექტის მერვე დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩდა
ტრენინგი დასრულდა 16.00 საათზე.

Saturday, December 12, 2015

მეშვიდე დღე

12 დეკემბერი, 2015 წელი.
ტრენინგი დაიწყო 9.30 საათზე.
თავდაპირველად შევედით Google Drive-ში და შევქმენით საქაღალდეები :კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტი დამხმარე, სურათები-აუდიო- ვიდეო, შეფასებები. ვიმუშავეთ და გამოვიყენეთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები. ვისწავლეთ  მეილიდან Drive-ში ფაილის გადატანა. ასევე  დოკუმენტები გადავიყვანეთ გასწორების რეჟიმში. ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე Viewer-ში  კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე . განვიხილეთ გარდნერის "ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს" და ამის მიხედვით შევქმენით განმავითარებელი შეფასებები. შევიმუშავეთ კრიტერიუმების გამოთვლის მეთოდები. ვიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონის შედგენაზე,    სკაფოლდინგის შესაბამისად უნდა გვემოქმედა.

ტრენინგი დასრულდა 13. 30 საათზე.

Thursday, December 10, 2015

მეექვსე დღე

10 დეკემბერი 2015 წელი.

ტრენინგის მეექვსე დღე. ტრენინგი დაიწყო 17 საათზე დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელების დაგეგმის პროცედურების მიმოხილვით.შემდგომ თითოეულმა მათგანმა ჩვენი პროექტის გეგმაში გადავიტანეთ პროექტის გეგმის განხორციელების პროცედურები..  Intel Education Viewer - ის რესურსებში მოვძებნეთ შეფასების რუბრიკა და აღნიშნული რუბრიკა მოვარგეთ ჩვენი პროექტის სასწავლო მიზნებს.
გავეცანით პროცედურების დაწერის პრინციპს, რომ უნდა შეესაბამებოდეს აქტივობები მიზნებს, მიმართულების მიმცემ კითხვებს, 21 საუკუნის უნარებს, შეფასებებს.

ტრენინგი დასრულდა 20 საათზე.